switch to english

CartuBank

CartuBank


თუ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით, ბანკი ქართუს ესქროანგარიშით თქვენ შეგიძლიათ, ეს გარიგება განახორციელოთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კომფორტულად.

მომსახურების პროცესი მარტივია:

  • „მყიდველი“ ბანკი ქართუში გახსნის ესქროანგარიშს, სადაც განათავსებს გარიგების თანხას;
  • გარიგების იურიდიულ მხარეს უზრუნველყოფს ბანკი;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „გამყიდველი“ გარანტირებულია, რომ დაკისრებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მას თანხა სრულად გადაეცემა; 
  • ვალდებულების არ/ვერ შესრულების შემთხვევაში, „მყიდველი“ დაზღვეულია თანხის დაკარგვისგან.

ესქროანგარიშის უპირატესობები:

  • უსაფრთხო და ორმხრივად გარანტირებული სავაჭრო გარიგება;
  • მომსახურების დაბალი საკომისიო;
  • გადახდის მოსახერხებელი ვადა;
  • ვალუტის თავისუფალი არჩევანი.

ესქრო ანგარიშის მომსახურების პირობები:

  • მიზნობრიობა
    • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა
    • სატრანსპორტო საშუალების ყიდვა-გაყიდვა
    • ფასიანი ქაღალდების (აქციები, წილები და ა.შ.) ყიდვა-გაყიდვა
  • ანგარიშის ვალუტა - ლარი/აშშ დოლარი/ევრო
  • ანგარიშის ვადა
    • მინ. - 1 დღე
    • მაქ. - 24 თვე
  • მაქსიმალური თანხა - შეუზღუდავი

 

მომსახურების ტარიფები 
გარიგება 5 სამუშაო დღეზე მეტი ვადით 0.2% - 1% (მინ. 50 აშშ დოლარი, მაქ. 10,000 აშშ დოლარი)
გარიგება 5 სამუშაო დღითა და ნაკლები ვადით 200,000 აშშ დოლარის ჩათვლით 50 აშშ დოლარი
200,001 აშშ დოლარიდან 0.05% (მინ. 100 აშშ დოლარი, მაქ. 10,000 აშშ დოლარი) 


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.