switch to english

CartuBank

CartuBank


ისარგებლეთ ბანკი ქართუს საოპერაციო მომსახურებით და სხვა დამატებითი პროდუქტებით (მიმდინარე ანგარიში, ინტერნეტბანკი, SMS-მომსახურება, ავტომატური გადარიცხვები, სატელეფონო მომსახურების 24-საათიანი სერვისი), რაც კიდევ უფრო გააადვილებს თქვენი ანგარიშ(ებ)ის მართვას. ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი კადრები დაგეხმარებიან ნებისმიერი ოპერაციის ოპერატიულად და წარმატებით შესრულებაში.

 

მიმდინარე ანგარიში 

გახსენით ბანკი ქართუში უფასო მიმდინარე ანგარიშ(ებ)ი ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში და განახორციელეთ შემდეგი საბანკო ოპერაციები:

  • გადარიცხვა ბანკის შიგნით;
  • გადარიცხვა სხვა ბანკში (როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ);
  • ანგარიშზე თანხის დამატება;
  • ანგარიშიდან თანხის გატანა;
  • კონვერტაცია საკუთარ ანგარიშებზე;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა;
  • სხვა ოპერაციები.

მიმდინარე ანგარიშის მომსახურება
ანგარიშის გახსნა  უფასო
ანგარიშის მომსახურება  უფასო
ანგარიშის ამონაწერი  უფასო
SWIFT-ის ამონაწერი უფასო
ცნობის ან სხვა ფორმის მომზადება და სერვისცენტრებიდან გაცემა 10 ლარი
ცნობის ან სხვა ფორმის მომზადება და საჭიროების ადგილზე გაგზავნა  15 ლარი
დაკარგული საბუთის აღდგენა 3 თვემდე ვადით 5 ლარი
3 თვეზე მეტი ვადით 10 ლარი
უმოძრაო ანგარიშის საკომისიო* 1 ლარი თვეში

*უმოძრაო ანგარიშის საკომისიოს ჩამოჭრა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს მის სახელზე არსებულ არც ერთ ანგარიშზე არ განუხორციელებია ოპერაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში.

მომსახურების საკომისიოს ჩამოჭრა არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ ანგარიშის შენარჩუნების ვალდებულება გამომდინარეობს ბანკთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულებიდან/ბანკის ინტერესებიდან ან ანგარიში აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად (რომელიმე აღნიშნული გარემოების მოქმედების განმავლობაში).

საკომისიო ძალაში შედის 2018 წლის 3 სექტემბრიდან.

 

გადარიცხვები მიმდინარე ანგარიშიდან
ეროვნული ვალუტა  0.05%, მინ. 0.50 ლარი
აშშ დოლარი და რუსული რუბლი (OUR-ის შემთხვევაში) 0.15%, მინ. 25 აშშ დოლარი, მაქს. 500 აშშ დოლარი
აშშ დოლარი და რუსული რუბლი (SHARE-ის შემთხვევაში) 0.1%, მინ. 15 აშშ დოლარი, მაქს. 250 აშშ დოლარი
ევრო და სხვა უცხოური ვალუტა (OUR-ის შემთხვევაში) 0.15%, მინ. 25 ევრო, მაქს. 500 ევრო
ევრო და სხვა უცხოური ვალუტა (SHARE-ის შემთხვევაში) 0.1%, მინ. 15 ევრო, მაქს. 250 ევრო
ბანკის შიდა გადარიცხვები  უფასო

ნაღდი თანხის გატანა
შემოტანილის ფარგლებში  უფასო
ჩარიცხულის ფარგლებში ეროვნული ვალუტა 0.2%, მინ. 0.50 ლარი
უცხოური ვალუტა 0.5%

ნაღდი თანხის შეტანა
ანგარიშზე ნაღდი ეროვნული/უცხოური ვალუტის შეტანა  უფასო

სხვა მომსახურება
კონვერტაცია  ბანკის კურსით
კომუნალური გადახდები 0.5 ლარი

ბანკი ქართუს დისტანციური პროდუქტების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელად მართოთ საკუთარი ანგარიშები, ასევე, შეასრულოთ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები, კერძოდ: ვალუტის კონვერტაცია, ეროვნული თუ უცხოური ვალუტის გადარიცხვა და სხვ.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს