ელექტრონული კომერციის პოპულარიზაციისა და იმ პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერის მიზნით, რომლებიც "ბანკი ქართუ"–ს ელექტრონული კომერციის მომსახურებით სარგებლობენ, ბანკის ინიციატივით შეიქმნა ელექტრონული მაღაზიების ინტერნეტ კატალოგი.
ჩვენი მთავარი პრინციპია ინტერნეტ ბიზნესის დანერგვა-განვითარება საქართველოში, რაც მომხმარებელს დროის დაზოგვასა და მომსახურებისა და პროდუქციის მარტივად და მოხერხებულად შეძენაში დაეხმარება. www.bestpay.ge -ზე თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ საქართველოში არსებული და ასევე იმ უცხოურ e-მაღაზიებს, საიდანაც შესაძლებელია პროდუქციის გამოწერა და საქართველოში მიღება.
შეიქმენით თქვენი e-მაღაზია!
ისარგებლეთ "ბანკი ქართუ"–ს ელექტრონული კომერციის მომსახურებით! შესთავაზეთ თქვენს მომხმარებელს მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურად კომფორტული მომსახურება. მოემსახურეთ უფრო მეტ მომხმარებელს მსოფლიოს მასშტაბით და გაზარდეთ თქვენი გაყიდვები.
დაინტერესდით? დაგვიკავშირდით:
ტელ.: (+995 32) 925592
ელ. ფოსტა: e-commerce@cartubank.ge