სს "ბანკი ქართუ"–ს 25%+1 აქციათა მფლობელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD) გახდება. პრინციპული შეთანხმება ემიტირებული აქციების შესყიდვის თაობაზე 2009 წლის დასაწყისში შედგა, ხოლო 2009 წლის 10 მარტს EBRD–ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო.
სულ ემიტირებულ იქნება 18,239 აქცია, თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1,000 ლარს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ინვესტირებული თანხა მოხმარდება ბანკის არსებული პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას როგორც თბილისში,–ასევე რეგიონებში.
"ბანკი ქართუ" უკვე 13 წელია წარმოდგენილია საქართველოს საბანკო ბაზარზე და დღეისათვის აქტივების მოცულობით საბანკო სისტემაში მეექვსე ადგილი უკავია. ჩვენი მიზანია,– უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური საფინანსო მომსახურების გზით,– განსაკუთრებული წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაში; ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესების განვითარებას, რადგანაც გვჯერა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვნად იმოქმედებს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე და სტაბილურად გაზრდის საკუთარ ღირებულებას როგორც აქციონერთა, ასევე კლიენტებისა და, ზოგადად მთელი საზოგადოების წინაშე.