2009 წლის 30 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა(EBRD) და "ბანკ ქართუ"–ს შორის ახალი ხუთ წლიანი საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ.
საკრედიტო ხაზის მოცულობაა 10 მლნ აშშ დოლარი, რომელსაც ბანკი გამოიყენებს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად.
EBRD–ი "ბანკი ქართუ"–ს თვის ბოლომდე გამოუყოფს კიდევ ერთ, 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზს, რომელიც უკვე ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტების თანადაფინანსებას მოხმარდება.