ინტერნეტბანკი არის დისტანციური მომსახურების ერთ-ერთი არხი, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ბანკში მიუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან 24 საათის განმავლობაში განახორციელოთ შემდეგი საბანკო ოპერაციები:
- ანგარიშების კონტროლი;
- შიდა და გარე გადარიცხვები;
- საბიუჯეტო გადარიცხვები;
- კომუნალური გადასახადების გადახდა;
- მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება;
- ბანკთან გამარტივებული კომუნიკაცია;
- ინფორმაციის მიღება სავალუტო კურსებისა და ქართული თუ უცხოური ბანკების შესახებ.
სტანდარტული ინტერნეტბანკი
ძირითადი ფუნქციები:
- ანგარიშების, მათზე არსებული ნაშთების და ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიღება;
- ნებისმიერი პერიოდის ამონაწერის ნახვა და ამობეჭდვა/ექსპორტი;
- შიდა გადარიცხვები – გადარიცხვები ბანკი ქართუში არსებულ საკუთარ ანგარიშებს შორის;
- გადარიცხვები საკუთარ ანაბრებზე;
- კონვერტაცია საკუთარ ანგარიშებზე;
- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური და ბანკის კომერციული გაცვლითი კურსების გაცნობა;
- საქართველოში არსებული კომერციულ ბანკებისა და მათ კოდებზ ხელმისაწვდომობა;
- უცხოური წამყვანი ბანკებისა და მათი SWIFT--კოდების ნახვა (ქვეყნებისა და დასახელებების მიხედვით);
- მიმოწერის წარმოება ბანკთან;
- კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა;
- საქართველოში არსებული მობილური ტელეფონის ოპერატორების ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის ნომერზე ბალანსის შევსება პირადი ანგარიშებიდან.
სტანდარტული ინტერნეტბანკის ტარიფები
რეგისტრაცია |
უფასო |
მომსახურება |
უფასო |
სრული ინტერნეტბანკი
ძირითადი ფუნქციები:
- ანგარიშების, მათზე არსებული ნაშთების და ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიღება;
- ნებისმიერი პერიოდის ამონაწერის ნახვა და ამობეჭდვა/ექსპორტი;
- შიდა გადარიცხვები – გადარიცხვები სს „ბანკი ქართუ“-ში არსებულ საკუთარ ანგარიშებს შორის;
- გადარიცხვები საკუთარ ანაბრებზე;
- კონვერტაცია საკუთარ ანგარიშებზე;
- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ და ბანკის კომერციულ გაცვლით კურსებზე ხელმისაწვდომობა;
- საქართველოში არსებული კომერციული ბანკებისა და მათი კოდების ნახვა;
- უცხოური წამყვანი ბანკებისა და მათი SWIFT-კოდების ნახვა (ქვეყნებისა და დასახელებების მიხედვით);
- მიმოწერის წარმოება ბანკთან;
- საქართველოში არსებული მობილური ტელეფონის ოპერატორების ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის ნომერზე ბალანსის შევსება პირადი ანგარიშებიდან.
- თანხის გადარიცხვა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საქართველოსა და უცხოეთში (ნებისმიერი მიმართულებით);
- საბიუჯეტო გადარიცხვები.
ბონუსის სახით: საჩუქრად გადმოგეცემათ უფასო SMS-მომსახურება 1 წლის განმავლობაში.
დამატებითი პირობა: სრული ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის აუცილებელია ავტორიზაციის ერთჯერადი დინამიური კოდი, რაც ზრდის მომხმარებლის და მისი ანგარიშების უსაფრთხოებას. მისი მიღება თქვენ შეგიძლიათ დიჯიპასის ან მობაილ დიჯიპასის მოწყობილობით.
სრული ინტერნეტბანკის ტარიფები
რეგისტრაცია |
უფასო |
SMS კოდით გადარიცხვის ლიმიტი |
დღის განმავლობაში (24სთ) - 20,000 ლარი
თვის განმავლობაში - 100,000 ლარი
|
მომსახურება (SMS-ის შემთხვევაში) |
1,50 ლარი თვეში |
მომსახურება (დიჯიპასის შემთხვევაში) |
5 ლარი თვეში |
ახალი დიჯიპასის აღება |
20 ლარი |
დიჯიპასის განახლება
|
20 ლარი |
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.