switch to english

CartuBank

CartuBank


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

ბანკი ქართუ და სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებსა და მეწარმეებს, გთავაზობთ, განავითაროთ თქვენი მეურნეობები და საწარმოები შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში (https://rda.gov.ge/programs/095624-sheghavatiani-agrokrediti)  თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მიზნობრივი დაფინანსება:

სასოფლოსამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებების დაფინანსება:

  • ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების კომპონენტი;
  • ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები;
  • ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით;
  • არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოები.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.

 

სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსება:

  • ძირითადი საშუალებებისთვის
  • მექანიზაციის ქვეკომპონენტი
  • ქვეკომპონენტი ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის
  • ქვეკომპონენტი სასურსათო და ენერგო ეფექტური მრეწველობის დაფინანსებისთვის

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.

 

პროგრამის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ: 

  • სწრაფად გააფართოვოთ თქვენი მეურნეობა
  • მიიღოთ საკრედიტო რესურსი დაბალი საპროცენტო განაკვეთით
  • მიიღოთ სესხის თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული გრაფიკი.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხ. ბმული.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.