ტენდერი ვებ გვერდის შექმნაზე
სს ბანკი ქართუ აცხადებს ტენდერს ვებ გვერდის შექმნაზე
ტენდერის მოთხოვნები და პირობები :
ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს (წარადგინოს ნაბეჭდი სახით) შემდეგი:
- მომსახურების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით (ვალუტის მითითებით);
- გარანტიის პირობები;
- მოწოდების ვადები;
- ანგარიშსწორების პირობები (იმ შემთხვევაში, თუ წინადადება მოწოდებულ იქნება უცხოურ ვალუტაში, მნიშვნელოვანია, რომ გადახდის პირობები ითვალისწინებდეს თანხის გადახდას ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით);
- მხარდაჭერის პირობები და ფასები;
- პრეტენდენტის შესრულებული ვებ გვერდების პორტფოლიო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო ტელეფონები, პასუხისმგებელი პირი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები;
- იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის და მომსახურების მიწოდება/სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, დაინტერესებული კანდიდატ(ებ)ის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.
ტენდერში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება:
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე პირის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
კანდიდატებს შეიძლება მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს სატენდერო წინადადებაზე უარის თქმის საფუძველი.
ტენდერის მოთხოვნები:
- საიტის დიზაინი უნდა შეიქმნას სს ბანკი ქართუს ბრენდ ბუქის პრინციპების გათვალისწინებით;
- საიტის დიზაინი უნდა იყოს უნიკალური და არ იმეორებდეს ბაზარზე არსებულ ანალოგებს;
- შექმნილი საიტი უნდა იყოს თავსებადი დესკტოპ კომპიუტერებთან, სმარტფონებთან,
პლანშეტებთან და ა.შ (ე.წ Responsive)
- გათვალისწინებული უნდა იყოს SEO ოპტიმიზაციის მოთხოვნები;
- გათვალისწინებული უნდა იყოს Google Analytics ჩაშენება;
- მოწოდებული უნდა იქნას საიტის კოდის (CSS, Javascript) დაუკომპრესირებელი/სამუშაო ვერსია;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შექმნას საიტის ყველა გვერდი/მოდული (საიტის გვერდების, მოდულების სავარაუდო რაოდენობა თანდართულია საიტის რუკის სახით)*;
- საიტი უნდა იყოს დაწერილი თანამედროვე პროგრამული ენის ბოლო ვერსიაზე;
- დახმარების გაწევა ვებ-გვერდის შინაარსისა და ინფორმაციის განახლებაში;
- ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა;
- აუცილებელია ვებ გვერდი იყოს სრულად მართვადი;
- საიტის ენა - ქართული / ინგლისური
- საიტის შექმნიდან 1 წლის განმავლობაში კომპანია ვალდებულია მოგვაწოდოს
მხარდაჭერის უფასო სერვისი;
- საიტი თავსებადი უნდა იყოს ყველაზე გავრცელებული ბრაუზერების ვერსიებთან (Microsoft Edge, Google Chrome, Opera, Mozilla Firefox, Safari)
შეთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 11 აპრილი - 18:00 საათი.
სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს მისამართზე:
საქართველო, თბილისი 0162, ჭავჭავაძის გამზ. 39ა
სს ბანკი ქართუ, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: email: info@cartubank.ge tel: *8080, (032) 200 80 80 ext 550
* WebSiteMap