switch to english

CartuBank

CartuBank


  • ვალუტის კურსი
  • კონვერტორი
ყიდვა გაყიდვა ოფიციალური
USAUSD 3.2000 3.2500 3.2181
USAEUR 3.7800 3.8800 3.8086
USAGBP 4.1540 4.2810 4.2189
USARUR 0.0401 0.0439 0.0418
CHF CHF 3.4880 3.6300 0.0355
  • ყიდვა
  • გაყიდვა

კლიენტს შეუძლია ბანკთან სავალუტო გარიგება დადოს როგორც კონტრაგენტმა: მოითხოვოს სპოტ* გარიგების კურსი და შეათანხმოს სასურველი პირობები (ასეთ შემთხვევაში ბანკი მოქმედებს როგორც პრინციპალი მოვაჭრე), ან მისცეს ბანკს დავალება, რომ მისი სპოტ სავალუტო გარიგების პირობები განათავსოს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში (ასეთ შემთხვევაში ბანკი მოქმედებს როგორც აგენტი მოვაჭრე).

 

სავალუტო ოპერაციები ბანკსა და კლიენტს შორის

 

ბანკი კლიენტებს სთავაზობს უცხოური ვალუტით ვაჭრობის მომსახურეობას.

ინტერნეტ ბანკის საშუალებით, სტანდარტული კურსით კლიენტს შეუძლია კონვერტაცია სასურველ ნებისმიერ დროს.

კლიენტებს შეუძლიათ წინასწარ შეთანხმებული სავალუტო გაცვლითი კურსით შეთანხმება, რისთვისაც აუცილებელია დაუკავშირდნენ ბანკს ინტერნეტ ბანკის ან ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე სერვისცენტრში ვიზიტით.

უცხოური ვალუტით ვაჭრობის მოქმედი დეტალური წესები და პირობები შეგიძლიათ დამატებით იხილოთ: სავალუტო ოპერაციებით მომსახურების წესები და პირობები

 

უცხოური ვალუტით ვაჭრობა ბლუმბერგის პლატფორმებზე

კლიენტს შეუძლია ბანკს მისცეს დავალება, რომ მისი სპოტ სავალუტო გარიგების პირობები განათავსოს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში (Bmatch** ან/და RFQ*** პლატფორმებზე).

აგენტი მოვაჭრის სერვისით სარგებლობისთვის კლიენტი ვალდებულია ბანკში იქონიოს შესაბამის ვალუტებში გახსნილი მიმდინარე ანგარიშები და ხელი მიუწვდებოდეს წინასწარ შეთანხმებულ კომუნიკაციის საშუალებებზე, მათ შორის საკომუნიკაციოდ განსაზღვრულ სავალდებულო არხ, ინტერნეტ ბანკზე. კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს განაცხადი წინასწარ განსაზღვრული ფორმით ინტერნეტ ბანკის საშუალებით.

 

განაცხადის განთავსება ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმა BMatch-ზე

ბლუმბერგის სავალუტო სავაჭრო პლატფორმა BMatch-ი არის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამჭვირვალობას და ლიკვიდობას სავალუტო ბაზარზე. BMatch სისტემა უზრუნველყოფს შემხვედრი განაცხადების ავტომატურ დაწყვილებას (მეჩინგს) და აღსრულებას. განაცხადის ავტორის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რაც კონფიდენციალობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს.

განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 100,000 აშშ დოლარს,  ხოლო ბიჯი 10,000 აშშ დოლარს.

განაცხადის წარდგენის მომენტში კლიენტის შესაბამის მიმდინარე ანგარიშზე უნდა იყოს გარიგების ანგარიშსწორებისთვის საკმარისი თანხა, რომელიც დაიჯავშნება ბანკის მიერ უზრუნველყოფის სახით

განაცხადის განთავსება ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს 17:30 საათამდე.

BMatch პლატფორმაზე განაცხადის წარდგენის საკომისიო არის ფიქსირებული, მიუხედავად კონკრეტული გარიგების მოცულობისა.

BMatch პლატფორმაზე განაცხადის განთავსების წესები, დეტალური პირობები და განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ: სავალუტო ოპერაციებით მომსახურების წესები და პირობები.

განაცხადის ფორმა

 

განაცხადის განთავსება ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმა RFQ-ზე

RFQ პლატფორმაზე ბანკი ვაჭრობს კლიენტის დავალებით, ბაზრის მონაწილეებისგან იღებს შემოთავაზებებს კლიენტის განაცხადის შესაბამისი გარიგებების შესახებ და კლიენტის მიერ მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში უზრუნველყოფს გარიგების დადებას ბაზრის სხვა მონაწილესთან.

RFQ პლატფორმაზე განსათავსებელ განაცხადს კლიენტი ბანკს წარუდგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით ინტერნეტ ბანკის საშუალებით. განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 100,000 აშშ დოლარს,  ხოლო ბიჯი 10,000 აშშ დოლარს.

განაცხადის წარდგენის მომენტში კლიენტის შესაბამის მიმდინარე ანგარიშზე უნდა იყოს გარიგების ანგარიშსწორებისთვის საკმარისი თანხა, რომელიც დაიჯავშნება ბანკის მიერ უზრუნველყოფის სახით.

განაცხადის განთავსება ბლუმბერგის RFQ პლატფორმაზე შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს 16:30 საათამდე.

RFQ პლატფორმაზე განაცხადის საკომისიო შედგება ფიქსირებული და  ცვლადი ნაწილებისგან. განაცხადის წარდგენის ფიქსირებული ნაწილი უცვლელია, მიუხედავად კონკრეტული გარიგების მოცულობისა. ცვლადი ნაწილის ასახვა ხდება კონვერტაციის კურსში, დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს დამატებული ბანკის მიერ კლიენტისთვის წინასწარ გასაზღვრული მარჟით.

RFQ პლატფორმაზე განაცხადის განთავსების წესები, დეტალური პირობები და განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ: სავალუტო ოპერაციებით მომსახურების წესები და პირობები.

განაცხადის ფორმა

 

 

 

*სპოტ სავალუტო კონტრაქტი - უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ლარის ან სხვა უცხოური ვალუტის მიმართ, გარიგების დადების მომენტში შეთანხმებული კურსით, რომლის მიხედვითაც ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღეს, გარიგების დადების მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ან გარიგების დადებიდან მეორე სამუშაო დღეს;

**BMatch - ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის პლატფორმა, რომლის მეშვეობით ბანკი კლიენტის დავალებით განათავსებს ვალუტის ყიდვის/გაყიდვის განაცხადს, რომელიც გაცვლითი კურსის თანხვედრის შემთხვევაში სავაჭრო სისტემის მიერ კმაყოფილდება ავტომატურად;

***RFQ – ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის პლატფორმა, რომლის მეშვეობით ბანკი თავისი სახელით და/ან კლიენტის დავალებით მის მიერ არჩეულ სისტემის სხვა მონაწილეს/მონაწილეებს უგზავნის ვალუტის ყიდვის და/ან გაყიდვის განაცხადს, რომელიც სავაჭრო სისტემაში საჭიროებს გარიგების ორივე მხარის დასტურს;