switch to english

CartuBank

CartuBank


2016 წლის 1 ივნისიდან, განახლდა საპროვაიდერო მომსახურება VISA პრემიალური ბარათების (Gold და Platinum) მფლობელებისთვის.
სიახლის შედეგად თქვენ კვლავ გეძლევათ საშუალება თავი იგრძნოთ დაცულად და მშვიდად არსებული სადაზღვევო პრივილეგიებით და დამატებით ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებებით:

  • ერთ საკონტაქტო ცენტრი კონსულტაციის და სადაზღვევო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
  • ახალი ონლაინ პორტალი, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერ ინფორმაციას სადასაზღვევო მომსახურების შესახებ.

ასევე გაცნობებთ, რომ უკვე არსებული მომსახურების მიღება გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში მსოფლიოში ცნობილი პროვაიდერისგან ,,SOS’’, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სამედიცინო და სამოგზაურო კონსულტაციას, როგორც VISA პრემიალური ბარათების ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს.

Visa Gold ბარათებისთვის:
ოქროს ბარათის მფლობელებს გთავაზობთ მომსახურებას საერთაშორისო სამედიცინო და სამოგზაურო დახმარების ჩათვლით, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი სერვისების ერთობლიობას, რაც კიდევ უფრო საიმედოს და დასამახსოვრებელს გახდის თქვენს მოგზაურობას.


Visa Platinum ბარათებისთვის:
ვიზა პლატინის ბარათი გთავაზობთ ბევრ უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს:

  • საერთაშორისო სამედიცინო და სამოგზაურო დახმარება: დამატებითი სერვისების ერთობლიობას, რაც კიდევ უფრო საიმედოს და დასამახსოვრებელს გახდის თქვენს მოგზაურობას.
  • შენაძენების დაცვა: ვიზა პლატინუმ ბარათით გადახდისას, თქვენ დაზღვეული იქნებით, შეძენილი ნივთის მოპარვის, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.
  • ხანგრძლივი გარანტია: ვიზა პლატინუმ ბარათით გადახდისას, ისარგებლეთ ორმაგად ხანგრძლივი გარანტიის სერვისით შეძენილ ნივთზე.

სრული ინფორმაცია, პირობები, შეზღუდვები და გამონაკლისები მოცემულია დაზღვევის პირობებში. იხ. ბმული cardholderbenefitsonline.com