აღნიშნული დავის საგანს წარმოადგენს ცილისწამებასთან დაკავშირებით სს ,,ბანკი ქართუ’’-ს საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, რისთვისაც სს ,,ბანკი ქართუ’’ მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას, თითოეულისგან 10,000 ლარის ოდენობით.
მოპასუხეებისგან მოთხოვნილი თანხა, რომელიც ჯამში 30 000 ლარს შეადგენს, ბანკის მიერ სრულად გადაირიცხება ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“.