switch to english

CartuBank

CartuBank


გაცნობებთ, რომ 2019 წლის 1 აგვისტოდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ბანკი ქართუს ახალი პროდუქტით - სადეპოზიტო სერტიფიკატით - დააბანდეთ თქვენი დანაზოგი უსაფრთხოდ და მიიღეთ მაღალი საპროცენტო სარგებელი.

სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტი (ანაბარი) და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებული თანხა.

სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საპროცენტო და დისკონტური. მისი შეძენა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.

 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით