switch to english

CartuBank

CartuBank


გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით

ბანკი ქართუს მასტერქარდ ბარათით ანგარიშსწორებისას ავტომატურად

ერთვებით მასტერქარდის გათამაშებაში და იღებთ შანსს მოიგოთ ავტომანქანა და სხვა პრიზები.

  • გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა (რომელსაც შეუსრულდა 18 წელი) უნდა განახორციელოს მინიმუმ 20 ლარის ტრანზაქცია საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში განლაგებულ POS ტერმინალებში ან/და ონლაინ შესყიდვების მეშვეობით.
  • ყოველ 20 ლარიან ტრანზაქციაზე ბარათის მფლობელს ენიჭება ერთი ბილეთი. ერთი დღის განმავლობაში ერთი და იგივე წყაროდან - POS ტერმინალიდან შესაძლოა მხოლოდ 3 გადახდის/გატარების აღრიცხვა.
  • Mastercard ეკო კამპანიის ფარგლებში ათამაშებს საქართველოში გაცემული მასტერქარდის პერსონალური ბარათების მფლობელებისათვის ეკოლოგიურ საჩუქრებს, აგრეთვე Mastercard-ი ეკო-საქველმოქმედო მიზნებისთვის ყოველ გათამაშებაში მონაწილე ტრანზაქციისთვის სიმბოლურ თანხას გადარიცხავს ეკო-საქველმოქმედო ფონდში, მწვანე ნარგავების დედამიწის მასშტაბით გავრცელების/დარგვის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს გარემოზე ზრუნვას.
  • გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდება მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, 15:00-ზე, მისამართზე: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (Toyota-ს ცენტრი).
  • პრიზები:
    • ელექტრო სკუტერი RKS G48 (1-ლი - მე-8 ბილეთი)
    • ელექტრო მოპედი RKS GT3 (მე-9 - მე-18 ბილეთი)
    • ძირითადი საჩუქარი - ავტომანქანა „ტოიოტა C-HR 2020” (მე-19 ბილეთი)

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.