switch to english

CartuBank

CartuBank


შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ“ 2001 წლის 13 სექტემბერს დაფუძნდა. მისი ძირითადი დამფუძნებელია (კაპიტალის 91.393%-ის მფლობელი) სს „ბანკი ქართუ“. 

2001-2013 წლებში სადაზღვევო კომპანია ემსახურებოდა „ქართუ ჯგუფი“-ს წევრ კომპანიებს და ჯანმრთელობის დაზღვევის სოციალურ პროგრამას საჩხერის რაიონში ახორციელებდა. 

2014 წლიდან „დაზღვევის კომპანია ქართუ“ აქტიურად გამოჩნდა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და უკლებლივ ყველა მომხმარებელს (იურიდიული და ფიზიკური პირები) სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს, სიცოცხლისა და დაზღვევის ყველა სახეობაში. ესენია: ჯანმრთელობის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღევა, უბედური შემთხვევისგან დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ავტოდაზღვევა, ტვირთის დაზღვევა, ფინანსური რისკის დაზღვევა, სამშენებლო რისკის დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა და ა. შ. 

სადაზღევო კომპანია მაქსიმალურად სწრაფად ითვალისწინებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც სადაზღვევო ბაზარზე ჩნდება, რაც კლიენტის ინტერესებზე მორგებული შეთავაზების საფუძველი ხდება.

„დაზღვევის კომპანია ქართუ“-ს წარმომადგენლობები აქვს ბათუმში, ფოთსა და თელავში, ასევე, მას ეკუთვნის პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებებისა და ფარმაცევტული კომპანიების ფართო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საკუთარი კლიენტების ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სადაზღვევო კომპანია თანამშრომლობს საიმედო და მაღალი რეიტინგის მქონე ისეთ უმსხვილეს საერთაშორისო საბროკერო და გადამზღვევ ორგანიზაციებთან, როგორებიც არის: Syndicates of Lloyd's, Allianz, ACE, HDI-Gerling, Munich Re, SCOR, Hannover Re, Polish Re, Zurich, AXA, Partner Re, Everest, Catlin Re, Trans Re, Trust Re, Sava Re, CHUBB, Generali, General Insurance Corporation of India, AON, Marsh, Mapfre Re, Atradius Re, Ingosstrakh, Willis.

2014 წლიდან შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრი გახდა.

„დაზღვევის კომპანია ქართუ“ ზრუნავს საკუთარი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, მისი ცხოვრების სტაბილურობასა და სიმშვიდეზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თითოეული კლიენტის წარმატებასა და კეთილდღეობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. http://cartuinsurance.ge/ 

მშვიდი, დაზღვეული ცხოვრება ....