სამეთვალყურეო საბჭო

თეა ჯოხაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ქ-მა თეამ კარიერა სს „საქართველოს ბანკში“ დაიწყო ფინანსური სახსრების მოზიდვისა და სასესხო კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. შემდეგ წლების განმავლობაში მოღვაწეობდა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდში“, ფინანსური დირექტორის/მმართველი დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.

 

2019 წლიდან არის სს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 

 

ქალბატონი თეას პროფესიული გამოცდილება საქართველოს გარდა უკავშირდება უცხოეთსაც, მოღვაწეობდა გაერო-ს პროგრამების წარმომადგენლობებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (დანია), Pace Global Energy Services-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

 

თეა ჯოხაძე, CFA, ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკაში, მიიღო ხარისხი კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში. საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, უმაღლეს საერთაშორისო კვლევათა სკოლაში.