სამეთვალყურეო საბჭო

ლაშა მეგრელიძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე/სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ბ-ნი ლაშა 2010 წლიდან მოღვაწეობს საბანკო-საფინანსო სფეროში.

 

კარიერა დაიწყო სს „ბი თი ეი ბანკის“ ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციიდან. 2011 წლიდან მუშაობა განაგრძო ნიუ-იორკში, აშშ, მოვაჭრის თანამდებობაზე „Commodities International”-ის სასაქონლო სავაჭრო სახლში. 2015 წლიდან სს „გალტ ენდ თაგარტში“ (საქართველოს ბანკის ჯგუფი) გაყიდვებისა და ვაჭრობის მიმართულებით იყო ჯერ მოვაჭრე, ხოლო შემდეგ უფროსი თამაშემწე. 2017 წლიდან გადავიდა სს „საქართველოს ბანკში“, სადაც დაიკავა ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიცია, შემდეგ კი დაწინაურდა და გახდა საერთაშორისო ბიზნესის უფროსი.

 

ბ-ნი ლაშა 2023 წლიდან არის სს „ბანკი ქართუს“ სამთალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე/სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

 

ლაშა მეგრელიძეს დამთავრებული აქვს ლოზანის ბიზნესის სკოლა (BSL), შვეიცარია, ბიზნესის ადმინისტირების ბაკალავრიატი (BBA).