დირექტორატი

ვახტანგ მაჭავარიანი

გენერალური დირექტორის მოადგილე / ადმინისტრაციული დირექტორი

ბ-ნ ვახტანგს იურიდიული და ეკონომიკური განათლება მიღებული აქვს საქართველოსა (თსუ) და ამერიკის შეერთებულ შტატებში (ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტი), არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

 

მას ფინანსურ სფეროში მუშაობის ოცდახუთ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებში, მათ შორის იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, ეკავა უმაღლესი მენეჯერული პოზიციები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და კომერციულ ბანკებში.

 

2023 წლიდან ბ-ნ ვახტანგი არის სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის მოადგილე/ ადმინისტრაციული დირექტორი.