დირექტორატი

ზურაბ გელენიძე

გენერალური დირექტორი

ზურაბ გელენიძე 2023 წლის 11 ოქტომბრიდან არის დანიშნული სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

 

ბ-ნ ზურაბს საბანკო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 1999 წელს კარიერა დაიწყო სს „საქართველოს ბანკში“, სადაც სხვადასხვა დროს იყო ხელმძღვანელ პოზიციებზე საერთაშორისო ურთიერთობათა, რისკებისა და კორპორატიულ დეპარტამენტებში.

 

2004-2010 წლებში მუშაობდა იბერია რეფრეშმენტსის, პეპსი კოლას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე. შემდეგ კი ისევ დაუბრუნდა საბანკო სფეროს, უმაღლესი თანამდებობები ეკავა BTA Silk Road Bank-ში, (კომერციული დირექტორი), HSBC Bank-სა (კომერციული დირექტორის მოადგილე) და თიბისი ბანკში (კორპორატიული დირექტორის მოადგილე).

 

შემდგომ წლებში იგი წარმატებით მოღვაწეობდა კერძო სექტორში, კერძოდ, იყო შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილე/ფინანსური დირექტორი, სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და

შპს „სიბიეს ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

ბ-ნ ზურაბს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები (ბაკალავრი), ხოლო 2021 წელს გახდა შეფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.