აკრედიტივი


დოკუმენტური აკრედიტივი წარმოადგენს საბანკო პროდუქტს, რომელიც უზრუნველყოფს მყიდველსა (ბანკის კლიენტის) და გამყიდველს შორის ანგარიშსწორების რისკის მინიმიზაციას.


დოკუმენტური აკრედიტივი გულისხმობს გამყიდველის წინაშე ბანკის ვალდებულებას გადაიხადოს აკრედიტივით განსაზღვრული თანხა საქონლის გაგზავნის და/ან მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების დროულად და პირობების შესაბამისად წარდგენისას. ბანკი იხდის აკრედიტივით განსაზღვრულ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის მხარე შეასრულებს აკრედიტივით მოთხოვნილ ყველა პირობას.

ბანკის მიერ გახსნილი აკრედიტივი შეიძლება იყოს დადასტურებული უცხოური ბანკის მიერ.


უპირატესობები

  • დაბალი საპროცენტო განაკვეთი აკრედიტივის მოქმედების პერიოდში
  • წინასწარი ანგარიშსწორების თავიდან აცილების საშუალება
  • საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკების შემცირება
  • აკრედიტივის განაღდების შემდგომ, წინასწარ განსაზღვურლი გრაფიკი სესხზე / საკრედიტო ხაზზე (საჭიროების შემთხვევაში)
  • გამყიდველისთვის გარანტირებული ანაზღაურება, მყიდველს კი შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების გარანტირებული შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

ზოგადი პირობები

ვალუტა

ლარი/აშშ დოლარი/ევრო/შვეიცარული ფრანკი/რუსული რუბლი/ბრიტანული ფუნტი

მოცულობა

განიხილება ინდივიდუალურად

ძირითადი უზრუნველყოფა

  • უძრავ/მოძრავი ქონება
  • თანხით უზრუნველყოფა - კომპანიის/ფიზიკური პირის პირადი ფულადი რესურსი
  • ნებისმიერი პირის სახელზე ბანკ ქართუში გახსნილი ანაბარი

დამატებითი უზრუნველყოფა

  • პირადი თავდებობა
  • მესამე პირ(ებ)ის პირადი ან/და კორპორატიული თავდებობა
  • არამატერიალური აქტივების გირავნობა

დაზღვევა

განიხილება ინდივიდუალურად

პროცენტის დაფარვის სიხშირე/გრაფიკი

განიხილება ინდივიდუალურად

ნოტარიულად დამოწმება

განიხილება ინდივიდუალურად

 

აკრედიტივის შესრულება


ბანკის მიერ აკრედიტივის პირობის შესრულების შემდეგ კლიენტს წარმოექმნება ვალდებულება, რომლის დაფარვაც შეიძლება განხორციელდეს შემდეგი გზით:

  • კლიენტი (მყიდველი) სრულად ფარავს ბანკის წინაშე არსებულ დებიტორულ დავალიანებას
  • დგინდება კრედიტის/საკრედიტო ხაზის გრაფიკი, წინასწარ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით, დაფარვის ვადით და დაფარვის პირობით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.