ვაკანსია

ვაკანსიის დასახელება
ადგილმდებარეობა
განაცხადის მიღების ვადა

საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილების უფროსი

ქ. თბილისი

16 ნოემბერი, 2026

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. პლასტიკური ბარათების დეპარტამენტი / საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილება.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • საბარათე პროდუქტებთან და საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიცირება და უზრუნველყოფა;
  • საბარათე ოპერაციების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • ახალი კონტროლის მექანიზმების შემუშავება ან/და არსებული კონტროლის მექანიზმების სრულყოფაზე ზრუნვა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
  • დაფიქსირებული ინციდენტების კვლევა/ანალიზი და შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებების ინიცირება;
  • რეგულატორული, სტატისტიკური და ანალიტიკური რეპორტინგის მხარდაჭერა;
  • საბარათე საჩივრების პროცესის მართვა;
  • მერჩანტების ბრუნვების მონიტორინგი და რისკების მინიმიზაციის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება;
  • საგადახდო სისტემებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პოტენციური მერჩანტების შეფასება და სავალდებულო მოთხოვნების კონტროლი;
  • თანამშრომლების გადამზადების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

  • უმაღლესი განათლება;
  • საგადახდო/საბარათე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ფლობა;

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

  • ორგანიზაციული უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობისა მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/eVSz

CV-ის გაგზავნა

დასაშვები ფაილის ფორმატები: PDF, DOC, DOCX

გაგზავნა

უფლებამოსილ ორგანოებთან ურთიერთობის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი

ქ. თბილისი

15 ნოემბერი, 2026

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას უფლებამოსილ ორგანოებთან ურთიერთობის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: ბექ-ოფისის დეპარტამენტი

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • უფლებამოსილი ორგანოებიდან შემოსული განჩინებების მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება ბანკში, მომზადება (ოქმი, წერილი) და გადაცემა;
  • ყადაღების მიღება / მოხსნა / დამუშავება;
  • ინკასოების მიღება / მოხსნა / დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი - საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით);
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ან ბექ-ოფისის კუთხით;
  • ALTA-ს საოპერაციო დღის მოდულში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერისა და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;

სასურველი:

  • უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი - საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით);
  • უფლებამოსილი ორგანოებთან და ინკასო / ყადაღებთან დაკავშირებული მუშობის გამოცდილება;
  • ALTA-ს ინკასო / ყადაღების მოდულში მუშობის გამოცდილება.

სავალდებულო უნარები და თვისებები:

  • ორგანიზებულობა და სამუშაოს დათქმულ დროში შესრულება;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სასურველი:

  • ინიციატივიანობა, პროფესიული მოტივაცია;
  • სიახლეებისადმი მზაობა, ადაპტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/To9J

CV-ის გაგზავნა

დასაშვები ფაილის ფორმატები: PDF, DOC, DOCX

გაგზავნა