SMS მომსახურება

SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინებით) მომსახურება საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ თქვენი ანგარიშები, განახორციელოთ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები SMS-ების მეშვეობით და, ასევე, ოპერატიულად მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.


SMS მომსახურებით თქვენ შეგიძლიათ

  • შეავსოთ საკუთარი და სხვისი მობილური ტელეფონის ანგარიში;
  • შეამოწმოთ საბარათე და მიმდინარე ანგარიშებზე არსებული ნაშთები;
  • მიიღოთ ინფორმაცია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესახებ;
  • ავტომატურ რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ;
  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშებზე წარდგენილი ინკასო/ყადაღის შესახებ;
  • ნებისმიერი ბანკომატის, POS-ტერმინალის ან ინტერნეტბანკის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ
 

მომსახურების ტარიფები

რეგისტრაცია

უფასო

მომსახურების საკომისიო (თვეში) 1 ლარი

შენიშვნა: მომსახურების საკომისიო ითვალისწინებს ერთი მობილური ტელეფონის ნომერს.
ყოველ დამატებით ნომერზე ვრცელდება ანალოგიური ტარიფი.

 

SMS მომსახურების გასათიშად გამოგზავნეთ ტექსტი: „OFFSMS“ ბანკის ნომერზე 90199.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ SMS მომსახურების გათიშვის შემთხვევაში აღარ მიიღებთ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ შეტყობინებებს, რაც გაზრდის თაღლითობისა და ზარალის რისკს.

 

ბანკი ქართუსგან სარეკლამო/მისალოცი ტიპის შეტყობინებების გასათიშად გამოგზავნეთ ტექსტი: „INFOOFF“ ბანკის ნომერზე 90199.

 


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში Tel *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ბანკის უახლოეს სერვისცენტრს.