ვაკანსია

ვაკანსიის დასახელება
ადგილმდებარეობა
განაცხადის მიღების ვადა

უფროსი იურსიტი

ქ. თბილისი

29 ოქტომბერი, 2026

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იურსიტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • მომწოდებლებთან, მომსახურების გამწევ პირებთან, პარტნიორებთან და სხვა კონტრაგენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • ბანკის პროდუქტებისა და პროექტების დანეგვისა და შემუშავების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ბანკის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების განხილვა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;
  • სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • საკანონმდებლო და რეგულატორული ცვლილებების მონიტორინგი, ბანკის ხელშეკრულებებსა და შიდა დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • კორპორატიული საბანკო ხელშეკრულებების, მათ შორის, საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, აკრედიტივების, იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მათზე მოლაპარაკების წარმოება;
  • კორპორატიული კლიენტების სამართლებრივი შემოწმება, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების, კორპორატიული გადაწყვეტილებების და ხელმოწერის უფლებამოსილების შესწავლა;
  • კლიენტებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესის მხარდაჭერა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
  • არანაკლებ 3 წლის გამოცდილება კომერციულ ბანკში, სხვა საფინანსო ორგანიზაციაში ან ფინტექ კომპანიაში;
  • საბანკო კანონმდებლობის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ფლობა;

სასურველი:

  • სასურველია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (ადვოკატთა გამოცდის ჩაბარება საერთო ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები: 

  • ლოგიკურად აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/yhyk

CV-ის გაგზავნა

დასაშვები ფაილის ფორმატები: PDF, DOC, DOCX

გაგზავნა

აქტივ-პასივების მართვის განყოფილების მენეჯერი

ქ. თბილისი

15 ოქტომბერი, 2026


სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას აქტივ-პასივების მართვის განყოფილების
მენეჯერის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: ხაზინის დეპარტამენტი
განყოფილება: აქტივ-პასივების მართვის განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის ოპტიმიზაციაში მონაწილეობა მომგებიანობის, სტაბილურობისა და ზრდის მხარდასაჭერად;
  • ლიკვიდობის დაგეგმვის, მონიტორინგისა და სტრესტესტირების ზედამხედველობაში მონაწილეობა ნორმალურ და სტრესულ სიტუაციებში;
  • შიდა ლიკვიდობის ლიმიტებისა და საზედამხედველო კოეფიციენტების დაცვის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
  • დაფინანსების სტრატეგიის მხარდაჭერა, მათ შორის დეპოზიტებისა და სესხების ფასწარმოქმნაში მონაწილეობა;
  • ბალანსის სტრუქტურასა და მოგებაზე ბაზრის განვითარების გავლენის შეფასებაში მონაწილეობა;
  • აქტივ-პასივების მართვის კომიტეტისთვის მასალების, ანალიზის, ანგარიშგებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;
  • აქტივ-პასივების მართვის კომიტეტის გადაწყვეტილებების დროული შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
  • ბალანსის პროგნოზების, ლიკვიდობის პროგნოზებისა და სცენარების ანალიზის პროცესში მონაწილეობა;
  • ბიუჯეტირებაში ICAPP/ILAAP პროცესებსა და სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • ბანკის შიდა ანგარიშგების წარმოება/შემუშავებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ან და სხვა საფინანსო ორგანიზაციაში.

განათლება:
სავალდებულო:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

სასურველი:

  • VBA, Power BI-ს ცოდნა;
  • CFA/FRM პროგრამების კანდიდატი.

უნარები:
სავალდებულო:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

სასურველი:

  • ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკისა და სტატისტიკის ცოდნა.

თვისებები:
სავალდებულო:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სასურველი:

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/KUA0

CV-ის გაგზავნა

დასაშვები ფაილის ფორმატები: PDF, DOC, DOCX

გაგზავნა

პროცესინგის აპლიკაციების ადმინისტრატორი

ქ. თბილისი

09 ოქტომბერი, 2026

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას პროცესინგის აპლიკაციების ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: პროცესინგის დეპარტამენტი
განყოფილება: პროცესინგის განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • საპროცესინგო პლატფორმის შეუფერხებელი, უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ინციდენტების ოპერატიული აღმოფხვრა, სისტემური განახლებების დანერგვა და საგადახდო სისტემებთან (Visa, Mastercard, UPI და ა.შ.) ინტეგრაციების მხარდაჭერა;
  • კომპონენტების გამართული მუშაობისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • POS და ATM ტერმინალების ქსელის, Host-to-Host (H2H) შეერთებებისა და საგადახდო სისტემების interfaces-ების მართვა/ადმინისტრირება;
  • ონლაინ ავტორიზაციების ნაკადის, ტრანზაქციების მარშრუტიზაციისა და HSM (Hardware Security Module) საკვანძო მექანიზმების (Key Management/HSM Server) მონიტორინგი და მხარდაჭერა;
  • Real-time რეჟიმში წარმოქმნილი ინციდენტების (Failed Auth, Timeouts, Network Drops) სწრაფი დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Front და/ან Back Office მუშაობის მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება (საბანკო ან საპროცესინგო სექტორში);
  • უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში ან მომიჯნავე სფეროში;
  • Oracle DB-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • Linux/Unix გარემოში მუშაობისა და Shell/Bash სკრიპტინგის საბაზო/საშუალო ცოდნა;
  • საგადახდო სისტემების (Visa, Mastercard) ტრანზაქციული ნაკადების ცოდნა;
  • HSM (Hardware Security Module) მოდულებთან და PCI-DSS სტანდარტებთან მუშაობის ზოგადი ცოდნა;
  • WebLogic, Tomcat ან Nginx/Apache-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენის ფლობა, ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ და რუტინულ სამუშაოსთან გამკლავების უნარი;
  • ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის (Troubleshooting) უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივიანობა, კრეატიულობა, აქტიურობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/va8Y

CV-ის გაგზავნა

დასაშვები ფაილის ფორმატები: PDF, DOC, DOCX

გაგზავნა

პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტი

ქ. თბილისი

09 ოქტომბერი, 2026

სს „ბანკი ქართუ“  აცხადებს ვაკანსიას  პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: პროცესინგის დეპარტამენტი

განყოფილება: პროცესინგის განყოფილება

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ტრანზაქციების მონიტორინგი: საბარათე და ელექტრონული ტრანზაქციების მიმდინარეობაზე დაკვირვება;
  • ხარვეზების იდენტიფიცირება: პროცესინგის სისტემაში წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოჩენა და რეაგირება;
  • ტექნიკური მხარდაჭერა: მომხმარებლებისა და პარტნიორების კონსულტირება ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე;
  • რეპორტინგი: ყოველდღიური ოპერაციული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ბაზებთან მუშაობა: ბაზებში ინფორმაციის გადამოწმება და სისტემური პარამეტრების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით, მათ შორის გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ სექტორში;
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მათემატიკის მიმართულებით;
  • ქართული ენის ფლობა, ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად);
  • SQL, PL/SQL და T-SQL საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია - https://cartubank.selfrecruit.ge/s/v867

CV-ის გაგზავნა

დასაშვები ფაილის ფორმატები: PDF, DOC, DOCX

გაგზავნა