ფაქტორინგი

ფულადი ნაკადების ეფექტიანი მართვა თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

 

ფაქტორინგი არის სავაჭრო ფინანსირების მოქნილი ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს მიიღოს დაფინანსება განხორციელებული ოპერაციების საფუძველზე, გადავადებული გადახდის პირობით.

 

პროდუქტი ხელმისაწვდომია, როგორც მომწოდებლებისთვის, ასევე მყიდველებისთვის. მომწოდებელი იღებს თანხას გადახდის ვადის დადგომამდე, ხოლო მყიდველი სარგებლობს გადავადებული გადახდის შესაძლებლობით.

 

ფაქტორინგი განკუთვნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც:

  • საქმიანობენ გადავადებული გადახდის პირობით
  • საჭიროებენ საბრუნავი კაპიტალის ოპტიმიზაციას
  • გეგმავენ გაყიდვების ან შესყიდვების მოცულობის ზრდას
  • სურთ ფულადი ნაკადების ეფექტიანი მართვა.

 

უპირატესობები:

მიმწოდებლისთვის

  • თანხის სწრაფი მიღება მოწოდებული საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ
  • საბრუნავი კაპიტალის დროული შევსება
  • გაყიდვების ზრდის შესაძლებლობა
  • სწრაფი და მოქნილი დაფინანსება.

 

მყიდველისთვის

  • გადავადებული გადახდის შესაძლებლობა
  • საბრუნავი სახსრების ეფექტიანი გამოყენება
  • შესყიდვების მოცულობის ზრდა
  • მომწოდებლებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

 

ძირითადი პირობები

 

ლიმიტის ვალუტა

ლარი/ აშშ დოლარი / ევრო

ლიმიტის ვადა

მაქსიმუმ 24 თვე

ოპერაციის/დაფინანსების ვადა

1-6 თვე

უზრუნველყოფა

უძრავი ქონება / მოძრავი ქონება / დეპოზიტი / უზრუნველყოფის გარეშე.