სიახლეები

ხაზინების მართვის ერთიანი პლატფორმა

ბანკი ქართუ ჩაერთო საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით შექმნილ ხაზინის მართვის პროგრამული სისტემის უზრუნველყოფის პროექტში.

ხაზინის მართვის ერთიანი პლატფორმა ხელს შეუწყობს ბანკების ხაზინების ეფექტიანობის ზრდას, საოპერაციო და ფინანსური რისკების უკეთ მართვასა და ამასთან, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი ფინანსური ბაზრების მუშაობას. ეს კი, თავის მხრივ, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. - https://bit.ly/NBG-GFMTA-2025

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.

უკან დაბრუნება