სიახლეები

გაფრთხილება ბანკის სახელით გავრცელებული თაღლითური შეტყობინებების შესახებ

გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში სს “ბანკი ქართუს” სახელით ვრცელდება სხვადასხვა სახის თაღლითური შეტყობინებები.

გთხოვთ მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში გამოიჩინოთ სიფრთხილე, არ გადახვიდეთ შეტყობინებაში მითითებულ ბმულზე, არ გადარიცხოთ თანხა და არავის გაუგზავნოთ თქვენი საბარათე (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, CVV კოდი, OTP კოდი) ან პირადი მონაცემები (სახელი გვარი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი).

გთხოვთ, მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - *8080, (032) 200 80 80 ან მოგვწეროთ შესაბამის ელ. ფოსტაზე - info@cartubank.ge.

ბანკის ადმინისტრაცია

უკან დაბრუნება