სიახლეები

სს „ბანკი ქართუს“ საკრედიტო რეიტინგი B+ დონემდე გაუმჯობესდა

2025 წლის 26 სექტემბერს, ჩატარებული შეფასების შედეგად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა სს „ბანკ ქართუს“ გაუმჯობესებული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა.

ეს საერთაშორისო აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბანკისთვის. ბანკმა ქართუმ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და გააუმჯობესა თავისი რეიტინგი, რაც პირდაპირ მოწმობს, როგორც შიდა მართვის მაღალი ხარისხის ეფექტიანობას, ისე ბანკის ფინანსურ სტაბილურობასა და გრძელვადიან მდგრადობას. აღნიშნული შედეგი ასახავს ორგანიზაციის უნარს, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე საბანკო სექტორის გამოწვევებს და განაგრძოს განვითარება სტრატეგიული მიზნების შესაბამისად.

საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს არამხოლოდ ბანკის წარმატების აღიარებას, არამედ ასევე ზრდის მის სანდოობას ინვესტორებსა და პარტნიორებთან ურთიერთობებში.

რეიტინგის ამაღლება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

  • ბანკის აქტივების ხარისხის გაუმჯობესება
  • ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდა
  • მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლები

ეს მიღწევა ბანკის გუნდის პროფესიონალიზმსა და დაუღალავ შრომას ასახავს, რაც მისი გრძელვადიანი მდგრადობისა და განვითარების საფუძველს წარმოადგენს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. https://www.spglobal.com/ratings/en/regulatory/article/-/view/sourceId/101648212

უკან დაბრუნება