სიახლეები

ბანკი ქართუს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - სასტუმრო “ნოველა”

სს “ბანკი ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით, ქ. ონის ცენტრში ა/წ 20 ოქტომბერს გაიხსნა ახალი სასტუმრო „ნოველა“.  პროექტის დაფინანსება მოხდა სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, “ბიზნეს უნივერსალის” მიმართულების ფარგლებში. სასტუმრო “ნოველა” კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტის“ პირველი პროექტია რაჭის რეგიონში, ჯამური 5 მლნ ლარის ინვესტიციით.

„მასპინძლობა მთელი გულით, მაღალი ხარისხით და აბსოლუტურად სტანდარტიზებული სერვისით“ - ამ იდეით იწყებენ ბიზნესს რაჭაში კომპანიის დამფუძნებელი დავით არჩვაძე და მმართველი პარტნიორი თენგო ჭუმბაშვილი.

16-ნომრიანი სასტუმრო „ნოველა“, ბრასერიას, ბისტროს და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს, რომლის მთავარი იდეა რაჭის პოპულარიზაცია, სტუმრებისთვის სტანდარტიზებული სერვისის მიწოდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ხელშეწყობაა.

„ნოველა“ პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს რეგიონში ისეთი მაღალი ხარისხის სასტუმრო და სარესტორნო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ დამსვენებლებს მყუდრო, კომფორტულ და პროფესიონალურ მომსახურებას შესთავაზებს, რითაც რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

„ნოველას“ მთელი გუნდი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტში ადგილობრივი კადრების გადამზადება/მომზადებაა, რაც გულისხმობს სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებული საქმის პროფესიონალურ დონეზე სწავლებას და პრაქტიკული ნაწილით უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის ბოლომდე სასტუმრო 50 ადამიანს დაასაქმებს, რომელთაგან უმრავლესობა ადგილობრივი იქნება.

სასტუმროს გახსნის შემდეგ, „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტი“ რაჭის რეგიონში სხვადასხვა მიმართულების პროექტების განვითარების გაგრძელებას და დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

სს “ბანკი ქართუ” მომავალშიც დააფინანსებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და პერსპექტიურ პროექტებს.

sastumro novela 

 

უკან დაბრუნება