სიახლეები

ბანკი ქართუ - BACEE-ს საიუბილეო კონფერენციის პლატინუმ სპონსორი

2025 წლის 20-21 ოქტომბერს ვენაში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 50-ე საიუბილეო კონფერენცია, რომლის პლატინუმ სპონსორიც სს “ბანკი ქართუ” იყო.

ბანკი ქართუ უკვე 1 წელია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის წევრია. აღნიშნული ასოციაციის წევრები არიან ევროკავშირში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი კომერციული ბანკები.

ასოციაციის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული რეგიონების  ფინანსური სექტორის სტაბილურობის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური პროდუქტების შესახებ კომერციულ ბანკებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება, ასევე მიმდინარე გამოწვევებსა და სიახლეებზე სამუშაო ფორმატში საერთო მიდგომების შემუშავება.

აღნიშნული ასოციაციის წევრობა ბანკისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან არსებული ურთიერთობების გამყარებისა და ახალი თანამშრომლობის განვითარების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, ბანკის მაღალი ხარისხის სერვისის წინაპირობაა.

BACEE 1 BACEE 2
უკან დაბრუნება