სიახლეები

SWIFT ISO 20022

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 6 იანვრიდან ბანკი ქართუ გადადის SWIFT-ის ვალუტის გადარიცხვის ახალ სტანდარტზე - ISO 20022.

ISO 20022 წარმოადგენს გადახდების თანამედროვე, ერთიან შეტყობინებების სტანდარტს, რომელიც ეტაპობრივად ანაცვლებს ძველ ფორმატებს და გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით ფინანსური ინსტიტუტების მიერ.

აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს უფრო სწრაფ, უსაფრთხო და გამჭვირვალე საერთაშორისო გადარიცხვებს, ასევე გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაციის უკეთეს ხარისხს.

ახალ სტანდარტზე გადასვლა აუმჯობესებს რისკების მართვას, ხელს უწყობს ოპერაციების ეფექტურობის ზრდას და მომავალში დამატებითი სერვისების განვითარებას.

იხ. სავალუტო გადარიცხვის განახლებული პროცესის ინსტრუქცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტ ბანკში გასაახლებელი იქნება ინფორმაცია სავალუტო გადარიცხვის შაბლონებსა და ბენეფიციარებზე. 

 

გმადლობთ, რომ სარგელობთ ჩვენი მომსახურებით.

უკან დაბრუნება