სიახლეები

სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა

შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო მონაცემების მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა სრულდება 2026 წლის 1 აპრილს.

აღნიშნული მოთხოვნა ეხება 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ ყველა საწარმოსა და საწარმოს ფილიალს.

სარეგისტრაციო პროცედურის გავლა ვრცელდება შემდეგ ბიზნეს სუბიექტებზე:

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • სააქციო საზოგადოება
  • კომანდიტური საზოგადოება
  • კოოპერატივი
  • უცხოური საწარმოს ფილილი

იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის 1 აპრილამდე არ მოხდება მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, მეწარმე სუბიექტს შეუჩერდება რეგისტრაცია.

რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაცია შეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების  შესაძლებლობის შეზღუდვას.

დამატეტებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი

უკან დაბრუნება