სიახლეები

ბანკი ქართუ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) წევრი გახდა

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 4 მარტს, ბანკი ქართუ გახდა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) წევრი - https://icca.ge/ka/wevrebi/.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA) სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს.

მისი მისიაა დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიან განვითარებას.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრების ძირითადი ნაწილი მსხვილ სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მშენებელი კომპანიებია. ასოციაციის წევრები, ასევე, არიან სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სამშენებლო ტექნიკის დილერი, საზედამხედველო და საპროექტო სერვისების მიმწოდებელი კომპანიები.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ასოცირებული წევრების სტატუსის ქვეშ აერთიანებს ასევე კომპანიებს, რომლებიც თავისი საქმიანობით არაპირდაპირ დაკავშირებულები არიან სამშენებლო სექტორთან და თავისი საქმიანობით პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობენ ასოციაციის ძირითადი მიზნების მიღწევას. ასოციაციის წევრებს შორის არიან მსხვილი ბანკები: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი და ბაზის ბანკი.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში გაწევრიანება ბანკ ქართუს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს სამშენებლო და ინფრასტრუქტურის სექტორის წარმომადგენლებთან და ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას.

ბანკი ქართუ მომავალშიც გააგრძელებს სექტორის მხარდაჭერას და მისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას.

უკან დაბრუნება