სიახლეები

ბანკი ქართუ “საერთაშორისო ვაჭრობისა და ფორფეტინგის ასოციაციის (ITFA) წევრი გახდა

2026 წლის მარტიდან, ბანკი ქართუ “საერთაშორისო ვაჭრობისა და ფორფეტინგის ასოციაციის (ITFA) წევრი გახდა. იხ. ბმული.

საერთაშორისო ვაჭრობისა და ფორფეტინგის ასოციაცია (ITFA) არის გლობალური სავაჭრო ასოციაცია, რომელიც აერთიანებს კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და შუამავლებს, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ვაჭრობაში, ფორფეტინგში, მიწოდების ჯაჭვისა და მოთხოვნების დაფინანსებაში.

1999 წელს დაარსებული ITFA მოიცავს დაახლოებით 400 წევრ ორგანიზაციას, რომლებიც წარმოდგენილია 60-ზე მეტ ქვეყანაში.

ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია წევრებისთვის თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და რისკების მართვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო, გამჭვირვალე და განვითარებულ გლობალურ სავაჭრო გარემოს.

ბანკი ქართუსთვის ITFA-ში გაწევრიანება წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს საერთაშორისო ვაჭრობის გაზრდისა და ფორფეტინგის შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით. ეს არამხოლოდ აუმჯობესებს ბანკის საერთაშორისო იმიჯს, არამედ ზრდის უსაფრთხო და ეფექტური ვაჭრობის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვანი სარგებელია როგორც ბანკისთვის, ასევე მისი კლიენტებისთვის.

უკან დაბრუნება