სიახლეები

გაფრთხილება გავრცელებული თაღლითური შეტყობინებების შესახებ

გაცნობებთ, რომ ვრცელდება თაღლითური შეტყობინებები, კერძოდ, მობილურ ნომრებზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms)  სახით იგზავნება სხვადასხვა შინაარსის მესიჯები და მავნე ბმული. ბმულზე გადასვლის შემდეგ, თაღლითები ეუფლებიან მობაილ/ინტერნეტ ბანკის მონაცემებს (სახელი, პაროლი, OTP), რის შემდეგაც ხორციელდება მოწყობილობის გასანდოობა და არასანქცირებული მითვისება.

გთხოვთ მსგავსი შეტყობინების მიღების შემთხვევაში გამოიჩინოთ სიფრთხილე, არ გადახვიდეთ შეტყობინებაში მითითებულ ბმულზე, არავის გაუგზავნოთ თქვენი საბარათე (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, CVV კოდი, OTP კოდი) ან პირადი მონაცემები (სახელი გვარი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი).

გთხოვთ, მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე - *8080, (032) 200 80 80 ან მოგვწეროთ შესაბამის ელ. ფოსტაზე - info@cartubank.ge.

ბანკის ადმინისტრაცია

უკან დაბრუნება