სიახლეები

„ქართული ფულის თავგადასავალი”

2026 წლის 21 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების ციკლის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ პრეზენტაცია.

მედიაპროექტი სებ-ისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის - ₾ შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26-საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფილმების სერია ერთ-ერთი პირველი მასშტაბური მცდელობაა, ქართული ფულის ისტორია ქრონოლოგიურად, სისტემურად და სანდო, დოკუმენტურად დადასტურებულ წყაროებზე დაყრდნობით გადმოიცეს.

სს “ბანკი ქართუს” მხარდაჭერით, აღნიშნული ფილმები საქართველოს  ფარგლებში 50 სკოლას გადაეცემათ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფინანსური განათლების განვითარებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროს წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და აღმასრულებელი ხელმძღვანელები, ასევე სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი-ს გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა.

სს “ბანკი ქართუ” მომავალშიც მზად არის მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, კულტურულ და საზოგადოებრივ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ფინანსური განათლების გაძლიერებასა და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

 
     
 
     
 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება