სიახლეები

უცხოური ვალუტის ადგილობრივი გადარიცხვის მომსახურება

გაცნობებთ, რომ ა/წ 12 ოქტომბრიდან აქტიურდება უცხოური ვალუტის ადგილობრივი გადარიცხვის მომსახურება, რომლის საშუალებითაც შეძლებთ აშშ დოლარისა და ევროს საქართველოს მასშტაბით გადარიცხვას უფრო სწრაფად, მარტივად და ხელსაყრელი პირობებით.

ახალი მომსახურება საშუალებას გაძლევთ, ადგილობრივი სავალუტო გადარიცხვები განახორციელოთ ოპერატიულად და ეფექტიანად, რაც დაგეხმარებათ დროისა და ხარჯების დაზოგვაში.

მომსახურების ტარიფები:

ფიზიკური პირები:

  • 1,000 აშშ დოლარი/ევრო-მდე - 5 ლარი
  • 1,000.01-10,000 აშშ დოლარი/ევრო - 10 ლარი
  • 10,000.01-100,000 აშშ დოლარი/ევრო - 20 ლარი
  • 100,000.01 აშშ დოლარი/ევრო და მეტი - 100 ლარი

იურიდიული პირები:

  • 1,000 აშშ დოლარი/ევრო-მდე - 10 ლარი
  • 1,000.01-10,000 აშშ დოლარი/ევრო - 15 ლარი
  • 10,000.01-100,000 აშშ დოლარი/ევრო - 30 ლარი
  • 100,000.01 აშშ დოლარი/ევრო და მეტი - 200 ლარი

შენიშვნა: საკომისიო ჩამოიჭრება გადარიცხვის ვალუტაში, იმ დღეს არსებული საქართველოს ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. 

აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის, ინტერნეტ/მობაილ ბანკში შედით “გადარიცხვაში” და აირჩიეთ “ადგილობრივი გადარიცხვა”.

თქვენ ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ გადარიცხვის არსებული მეთოდით.

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მოსახურებით.

უკან დაბრუნება