სამეთვალყურეო საბჭო

ნატო ხაინდრავა

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ქ-ნი ნატო 1982 წლიდან მუშაობს საბანკო სფეროში.

 

მისი კარიერა დაიწყო შემნახველი ბანკის ნაძალადევის ფილიალში, სადაც იყო ჯერ უფროსი კონტროლიორი, შემდეგ კი ფილიალის ხელმძღვანელი. მოგვიანებით სხვადასხვა კომერციულ ბანკში იკავებდა უფროსი ბუღალტრის თანამდებობას. საქართველოს ეროვნულ ბანკში იყო ბანკების ზედამხედველობის განყოფილების ლიკვიდატორი.

 

2003 წლიდან ქ-ნი ნატო თავის კარიერას აგრძელებს „ბანკ ქართუში“, სადაც წლების განმავლობაში იკავებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის, ფინანსური დეპარტამენტის დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობებს. შემდგომ პერიოდში იგი გახდა ჯერ ფინანსური დირექტორი და  სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი, პარალელურად კი სს “ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი. 

 

2023 წლიდან ქ-ნი ნატო არის სს “ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

ნატო ხაინდრავას 1988 წელს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.