დირექტორატი

ბექა კვარაცხელია

გენერალური დირექტორის მოადგილე / რისკების დირექტორი

ბექა კვარაცხელია ფაქტობრივად დაარსებიდან არის „ბანკი ქართუს“ თანამშრომელი. 

 

მისი კარიერა დაიწყო კრედიტ ოფიცრის პოზიციიდან, შემდგომ წლებში კი დაწინაურდა - გახდა უფროსი საკრედიტო ოფიცერი, საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე/ კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტების განყოფილების უფროსი. 2006 წლიდან მუშაობს რისკების მიმართულებით - იყო რისკების მართვის განყოფილების უფროსი, შემდგომ რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე იკავებს ბანკის რისკების დირექტორის თანამდებობას.

 

ბექა კვარაცხელიას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.