ოქროს სერტიფიკატი

ოქროს სერტიფიკატი არის უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ეროვნული ბანკის ვალდებულებას საკუთრებაში იქონიოს სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდი და სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პირობებით, დადგენილ ვადებში, სერტიფიკატის მესაკუთრეზე (მისი სახელით მოქმედი ბანკის მეშვეობით) გასცეს შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდ(ებ)ი.

ოქროს სერტიფიკატის შეძენა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით და არსებობს მხოლოდ არამატერიალიზებული ფორმით, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (GSSS სისტემა) ელექტრონული ჩანაწერის სახით.

ოქროს სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია შეასრულოს ფასიანი ქაღალდებისთვის დამახასიათებელი ოპერაციები, კერძოდ შეძენა, გასხვისება (რეალიზაცია), დაგირავება, განაღდება.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ოქროს ზოდების სერტიფიკატები (nbg.gov.ge)

ოქროს სერტიფიკატის შეძენამდე სავალდებულოა მყიდველს სს „ბანკ ქართუში“ ჰქონდეს გახსნილი ანგარიში, რომლის საშუალებითაც იგი განახორცილებს სასურველ ოპერაციებს (ყიდვა, გაყიდვა). დამატებით, კლიენტი უნდა ფლობდეს ბანკის აქტიურ ინტერნეტ ბანკს.


პირობები

  • ვალუტა - ლარი
  • ოქროს სერტიფიკატის გასხვისების პროცესი:

მესაკუთრეს უფლება აქვს გაასხვისოს ოქროს სერტიფიკატი  სს „ბანკი ქართუს“ ნებისმიერ კლიენტზე. სავალდებულოა, რომ მყიდველი ფლობდეს აქტიურ ანგარიშს ეროვნულ ვალუტაში და სარგებლობდეს ინტერნეტ ბანკით.

გაყიდვის შესაბამის ოპერაციასა და თანმდევ ჩანაწერებს სუბრეესტრში ახორციელებს ბანკი.

მესაკუთრეს უფლება აქვს, ბანკის მეშვეობით, სერტიფიკატი მიყიდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს გარიგების დღეს მოქმედი ფასის შესაბამისად, თუმცა საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს უარი თქვას ოქროს სერტიფიკატის ყიდვაზე.

  • ოქროს სერტიფიკატის მოთხოვნის პროცესი:

მესაკუთრეს უფლება აქვს სს „ბანკი ქართუს“ მეშვეობით მოითხოვოს ოქროს სერტიფიკატის განაღდება და მიიღოს მისი შესაბამისი წონის სტანდარტიზებული ზოდ(ებ)ი.

ბანკი ვალდებულია ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული შესაბამისი წონის სტანდარტიზებული ზოდ(ებ)ი გადასცეს კლიენტს 10 სამუშაო დღის ვადაში.

  • მესაკუთრეს უფლება აქვს ოქროს სერტიფიკატი გამოიყენოს, როგორც სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება.
  • ოქროს სერტიფიკატის შეძენა, შენახვა, გასხვისება, განაღდებასთან დაკავშირებული გარიგების მომენტში ცნობილი, ან ფლობის ეტაპზე დაწესებული ნებისმიერი საკომისიოს გადახდაზე პასუხისმგებელია კლიენტი.

 

ოქროს
სერტიფიკატის
ნომინალი
გრამებში
ISIN გასაყიდი
რაოდენობა
გამოსყიდვის
ფასი (ლარი)
გაყიდვის
ფასი (ლარი)
განახლების
თარიღი
20  GEGC00200034  76 4,469.11 4,837.70 10/11/2024
1000  GEGC10000044  2 223,455.63 241,884.96 10/11/2024

 

 

საბროკერო მომსახურების ტარიფები

 ოქროს სერტიფიკატის შეძენა გარიგების თანხის 0.5%
 ოქროს სერტიფიკატის რეალიზაცია გარიგების თანხის 0.5%
 ოქროს სერტიფიკატის დაგირავება გარიგების თანხის 0.5%
 ოქროს სერტიფიკატის განაღდება გარიგების თანხის 0.5%
 ოქროს სერტიფიკატის შენახვა უფასო

 

ოქროს სერტიფიკატის შესაძენად გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი განაცხადის ფორმა.

იხ. ხელშეკრულება.