დირექტორატი

გივი ლებანიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე / ფინანსური დირექტორი

2007 წლიდან ბ-ნი გივი მუშაობს „ბანკ ქართუში“ , სადაც კარიერა დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების განყოფილების საკრედიტო ექსპერტის თანამდებობიდან, შემდგომ პერიოდში კი დაწინაურდა - იყო კორპორატიული ბანკირი, საინვესტიციო განყოფილების უფროსი, რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე/ფინანსური რისკების მართვის განყოფილების უფროსი, შემდეგ კი - რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

 

2016 წლიდან არის სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის მოადგილე/ფინანსური დირექტორი, ამავე დროს, 2018 წლიდან - სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ ფინანსური დირექტორი.

 

ბ-ნ გივის დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. 2019 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ფინანსებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.