საკრედიტო ბარათები VISA Infinite / Mastercard World Black Edition


ბანკი ქართუს პრემიალური საკრედიტო ბარათები - Visa Infinite და Mastercard World Black Edition  საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით და შეუზღუდავად განკარგოთ საკუთარი ფულადი სახსრები ნებისმიერ დროს და ადგილას.


ბარათის ასაღებად აუცილებელი მოთხოვნები:

  • ყოველთვიური წმინდა შემოსავალი: არანაკლებ 5,000 ლარი
  • სამუშაო სტაჟი: არანაკლებ უკანასკნელი 6 თვე
  • ბარათზე ხელფასის ჩარიცხვების რაოდენობა: არანაკლებ 3 თვის ჩარიცხვა

 

ზოგადი პირობები

ბარათის ვადა

2 წელი

ვალუტა ლარი/აშშ დოლარი/ ევრო
ბარათის ტიპი VISA Infinite/ Mastercard World Black Edition

 

საკრედიტო ლიმიტის პირობები

მიზნობრიობა

 სამომხმარებლო

ვალუტა ლარი
წლიური საპროცენტო განაკვეთი 12%-16%
ვადა 12 თვე
მინიმალური მოცულობა * 5,000 ლარი
მაქსიმალური მოცულობა* 50,000 ლარი
უზრუნველყოფა უძრავი ქონება/მოძრავი ქონება/
თანხით უზრუნველყოფა/საბლანკო**
საშეღავათო პერიოდი საშეღავათო პერიოდის გარეშე
დამტკიცების საკომისიო 0%
გაცემის საკომისიო 0%
პროცენტის გადახდა ვადის ბოლოს
ძირითადი თანხის განულება ვადის ბოლოს
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე წლიური 36% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
* საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განიხილება ინდივიდუალურად. მსესხებელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით N281/04 დადგენილ PTI კოეფიცენტს.

** უზრუნველყოფის მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით N281/04 დადგენილ LTV და PTI კოეფიცენტებს.

 

 

უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი:


ბანკი ქართუს VISA/Mastercard ბარათების მომხმარებლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით: 

  • Verifed by VISA (VBV) უსაფრთხოების სერვისი – VISA Infinite ბარათებისთვის
  • Mastercard Secure Code უსაფრთხოების სერვისი – Mastercard World Black Edition ბარათებისთვის 

აღნიშნული უსაფრთხოების სერვისები იცავს თქვენს ბარათს არასანქცირებული გამოყენებისგან. ონლაინ ტრანზაქციის განხორციელებისთვის აუცილებელია ერთჯერადი დინამიური პაროლი, რომელსაც მიიღებთ მობილური ტელეფონის ბანკში დაფიქსირებულ ნომერზე.

 

 

სს "ბანკ ქართუში“ არსებულ მიმდინარე/საბარათე ანგარიშებზე თანხის შეტანა 24/7 შეგიძლიათ საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით. დეტალებისთვის იხ. ბმული. 

 




დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 7/24: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.