დირექტორატი

გიორგი კორსანტია

გენერალური დირექტორის მოადგილე / ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი

ბ-ნ გიორგი კორსანტიას თითქმის 15 წლიანი გამოცდილება აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

მან კარიერა დაიწყო “ონიქს კონსალტინგში”, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის თანამდებობაზე, შემდეგ კი განაგრძო „ასსეკო საქართველოში“ აითი მომსახურების აუთსორსინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

2014 წლიდან ბ-ნი გიორგის კარიერა გაგრძელდა საბანკო სფეროში. იყო სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკ-საქართველოში“ IT უფროსი, 2018-დან 2022 წლამდე მოღვაწეობდა სს „ლიბერთი ბანკში“. ჯერ იყო IT დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი  გადახდებისა და მონაცემთა მართვის დეპარტამენტის უფროსი.

მისი ხელმძღვანელობით წარმატებით შესრულდა არაერთი მსხვილი პროექტი.

 

გიორგიმ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი  (ბაკალავრიატი) და  კავკასიის უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების სკოლა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (მაგისტრი).

 

გიორგი კორსანტია 2023 წლის 1 თებერვალს დაინიშნა სს „ბანკი ქართუს“ კონსულტანტის თანამდებობაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ხოლო 1 ივნისიდან კი ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის თანამდებობაზე.